პროექტის სახელწოდება; კვადრატული განტოლება
პროექტის მთავარი იდეა: შეძლონ კვადრატული განტოლების ამოხსნა ფორმულების საშუალებით. განიხილონ სამივე შემთხვევა
პროექტის აქტუალობა; კვადრატულ განტოლებაზეა აგებული ამოცანები ,რომლებიც გამოიყენება პროცენტებისა და სხვა საკითხების გადასაჭრელად
პროექტის მიზნები;შეძლონ კვადრატული ფუნქციის გრაფიკების საკოორდინატო ღეერძებთან გადაკვეთის წერტილების პოვნა შეძლონსამივე შემთხვევის განხილვა
მონაწილეთა ასაკი;15 წლის
ვადები//ხანგრძლივობა;ერთი კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები ,რაც შეიძლება შეიქმნას; თითოეულმა ჯგუფქმა შექმნას პლაკატები და სლაიდები.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები; სახელმძღვანელო, თაბახები, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა[ ძირითადი აქტივობები] მოსწავლეებს დავყოფ სამ ჯგუფად პირველ ჯგუფს დავავალებ პირველ შემთხვევის განხილვას, დისკრიმინანტი მეტია ნულზე ე.ი.განტოლებას აქვს ორი ფესვი, შესაბამისად პარაბოლა გადაკვეთს აბსცისათა ღერძს ორ წერტილში.გააკეთონ ნახაზი თაბახის ფურცელზე და შეადგინონ სლაიდები
რამოდენიმე ნახაზით
მეორე ჯგუფმა განიხილოს შემთხვევა, როცა დისკრიმინანტი ტოლია ნულის ე.ი.განტოლებას აქვს ერთი ფესვი, შესაბამისად პარაბოლა გადაკვეთს აბცსისათა ღერძს ერთ წერტილში. გააკეთონ ნახაზი თაბახის ფურცელზე და შეადგინონ სლაიდები რამოდენიმე ნახაზით
მესამე ჯგუფმა განიხილოს შემთხვევა, როცა დისკრიმინანტი ნაკლებია ნულზე. შეადგინონ ნახაზები და სლაიდები.
საგნებთან კავშირი; მათემატიკა
პროექტის ხელმძღვანელი; მზია თოდუა
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა mziatodua7@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი.mziatodua.blogspot.com