გაკვეთილის მასალები

გაკვეთილის გეგმ

გაკვეთილის  მთავარი თემა
გეომეტრიული გარდაქმნები. ღერძული და ცენტრული სიმეტრია.
სწავლების საფეხური
9კლასი
მოსწავლეთა პროფილი
32 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

გაკვეთილზე მიღებული ცოდნა გამოადგებათ მშენებლობებზე და ხელოვნებაში.



გაკვეთილის მიზნები და შედეგები

შეძლონ ფიგურის სიმეტრიულ ფიგურამდე შევსება.სიმეტრიის ღერძების დასიმეტრიის ცენტრის პოვნა.წრფის და წერტილის მიმართ სიმეტრიული ფიგურის აგება.გაიაზრონ ცენტრული და ღერძული სიმეტრია, როგორც სიბრტყის გეომეტრიული გარდაქმნა,სიბრტყის თავის თავზე ასახვა.
წინასწარი ცოდნა

წრფისა და წერტილი ს მიმართ სიმეტრიული წერტილების აგება.ისეთიფუნქციების ცოდნა ,რომელთა განსაზღვრისა და მნიშვნელობათა არეც სიბრტყის წერტილთა რაიმე სიმრავლეა




შეფასების საგანი და პროცედურები

შევაფასებ გაკვეთილის ახსნის  პროცესის დროს მოსწავლეთა ჩართვის სიხშირეს, მათი მსჯელობის სიზუსტეს.



სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

სახელმძღვანელო,პლაკატი და სლაიდ შოუ.



გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
გაკვეთილს დავიწყებ ფურცლის გადაკეცვით სიმეტრიის ღერძზე, რის შედეგადაც ნათლად გამოჩნდება ,თუ როგორ დაემთხვევა სიმეტრიული ფიგურები ერთმანეთს. დაფაზე ავაგებთ სიმეტრიულ ფიგურებს წერტილისა და წრფის მიმართ .გამოვიყენებ ჩემს მიერ მომზადებულ სლაიდ შოუს. თვალსაჩინოებაზე დაყრდნობით დავადგენთ ,რომ წრფის მიმართ სიმეტრიული ფიგურები ტოლია. ანალოგიურად დავადგენთ წერტილის მიმართ სიმეტრიული ფიგურების ტოლობას. ჩამოვაყალიბოთ თვისებები. ამ დროს  ორ წერტილს შორის მანძილი არ იცვლება ე.ი.ასეთი გარდაქმნა მოძრაობაა.


შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი
დაბალი
4-5
საშუალო
6-8
მაღალი
9-10
საიშნაო დავალება
თუ მოსწავლემ შეასრულა მიცემული სავარჯიშო ძალიან მოკლედ  ფორმულებისა და ნახაზის გარეშე
თუ მოსწავლემ  შეასრულა  მიცემული სავარჯიშო ფორმულების გარეშე  წესების გარეშე მაგრამ შეასრულა ნახაზი ააგო ფიგურები
თუ მოსწავლემ სრულყოფილად შეასრულა მიცემული სავარჯიშოები გამოიყენა  ყველა წესი და ფორმულები შეასრულა ნახაზები ააგო ფიგურები

საკლასო აქტივობა
თუმოსწავლემ  პასუხი გასცა ერთ ან ორ კითხვას
კითხვებზე პასუხის დროს იყო მცირე უზუსტობა
თუ მოსწავლემ  გასცა სწორი პასუხები დასმულ კითხვებს
პრეზენტაცია
თუ მოსწავლემ იაქტიურა ნაკლებად
თუ მოსწავლემ ვერ ააგო ნახაზი ზუსტად
თუ მოსწავლემ წარადგინა ზუსტი ნახაზები
პრეზენტაცია

1 comment: